ლევან დავითაშვილი - სტიქიის  რისკების პრევენცია  100%-ით არსად  ხდება, მაგრამ მინიმალიზება არის მთავარი ამოცანა

სტიქიის რისკების პრევენცია 100%-ით არსად ხდება, მაგრამ მინიმალიზება არის მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ სტიქიით მიყენებული ზარალის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტრო კომბინირებულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელმაც სტიქიით მიყენებული ზარალი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.

„სტიქიების პრევენცია არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, არა სტიქიების შედეგების აღმოფხვრა, არამედ სტიქიების პრევენცია. ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განსაკუთრებით ქალბატონი მაია თავის საქმიანობაში ზუსტად ამას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს, იგივე ხევების გაწმენდას, იგივე ნაპირსამაგრი სამუშაობის ჩატარებას - ეს არის ინფრასტრუქტურის ნაწილი. ჩვენი სამინისტროს ფარგლებში ჩვენ დავამტკიცეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების, საყრდენი თუ შუა ბოძების დაფინანსების 50% გრანტით იქნება. თუ ადამიანს აქვს სურვილი, უფრო თანამედროვე ბაღი ჰქონდეს და უფრო დაცული - მე მესმის, რომ მნიშვნელოვან საინვესტიციო ხარჯებთან არის დაკავშირებული - მაგრამ სახელმწიფო მზად არის, რომ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში დაეხმაროს ასეთი ინვესტიციების განხორციელებაში. ეს ერთი ნაწილია და მეორეა სადაზღვევო ინსტრუმენტი. კომბინირებაში თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ინსტრუმენტი გვაქვს. ეს არის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც „დელტა“ ახორციელებს, ეს არის ბადეები, რომელსაც თანადაფინანსებით სახელმწიფი აფინანსებს და არის დაზღვევას პროგრამა, რომელშიც შენატანის 70% სახელმწიფო იხდის. ასევ რომ, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მნიშვნელოვნად შეიძლება რისკების შემცირება. ბუნებრივია აღმოფხვრა და განულება წარმოუდგენილა. მაგრამ ახლა არ გვაქვს სიტუაცია ისეთი, როგორიც გვქონდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა“- განაცხადა დავითაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო