იშვიათი სახეობის კაკაბი ბუნებაში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ იშვიათი სახეობა კაკაბი ბუნებაში აღდგენის მიზნით გაუშვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობებს აშენებენ. სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ.ლურჯი ფრინველი ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს. ველურ გარემოში აღდგენის მიზნით, სააგენტომ სწორედ ადგილობრივი სახეობა კაკაბის 30 ფრთა ბუნებაში გაუშვა.

საქართველოში კაკაბი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს.

ველური ბუნების სააგენტოში გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; ამასთანავე, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს