სოფიო ხორგუანი - ხმაურის აკრძალვის შესახებ მოქმედი კანონი არ მუშაობს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სოფიო ხორგუანი, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ივნისში, ხმაურის აკრძალვის შესახებ დამტკიცებულ კანონს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კანონი დღეს უმოქმედოა.

მისი განმარტებით, არსებული კანონმდებლობის მიმართ მოქალაქეები მხოლოდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან კანონის მიღებამ ვითარება ვერ შეცვალა და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება კვლავ დღის წესრიგში დგას.

,,თუ კანონი რეალურად არ იმუშავებს, მხოლოდ ფორმალური არსებობით, ვერც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებას (ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში) დაიცავს და ვერც კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია განხორციელდება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, გამკაცრდეს პასუხისმგებლობა და შეიცვალოს სამართალდამრღვევის გამოვლენის მექანიზმი“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მოქმედი კანონისთვის მეტი სიცოცხლისუნარიანობის მინიჭების მიზნით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს კონკრეტული ინიციატივით მიმართა და ევროპული ქვეყნების გამოცდილებების მიხედვით შემუშავებული წინადადებები შესთავაზა.

„გვაქვს შესაძლებლობა, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, შევქმნათ ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემო. ვიმედოვნებ, თბილისის მერის მიზანია, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები და სამართლის ნორმები; სადაც გაიზრდება ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და მყარი სამართლებრივი წესრიგი დამკვიდრდება.

ვინაიდან მუნიციპალური ინსპექცია ხმაურთან დაკავშირებით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს და არსებული ხარვეზების თაობაზე, სწორი მუშაობის პირობებში, ყველაზე მეტი ინფორმაცია სწორედ მერიას უნდა ჰქონდეს. ამიტომ მისგან კანონიერ, საჭირო, დროულ, ეფექტურ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს ველოდებით”, - განაცხადა ხორგუანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა