გიორგი კანდელაკი - საქართველოს მთავრობა ლობისტურ კომპანიებს ოპოზიციის დისკრედიტაციას ავალებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტური კამპანიებისთვის „მიცემულ დავალებებს“ იწუნებს. როგორც დღეს პლენარულ სესიაზე კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ლობისტურ კომპანიებს რეალური პრობლემებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების გამახვილებას სთხოვდეს, ოპოზიციის დისკრედიტაციას ავალებს.

„დღეს იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრა სოჭში მაიკ პომპეოსა და ვლადიმერ პუტინს შორის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ საკითხების ჩამონათვალი, რაზეც შეხვედრაზე მოხდება საუბარი, მათ შორისაა: სირია, უკრაინა, ირანი, ვენესუელა. ჩამონათვალს შორის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რატომღაც არ არის საქართველო. ჩვენ გვექმნება ნათელი წარმოდგენა თუ რატომ ხდება ასე - საქართველოს მთავრობა არ მუშაობს ამაზე. თუნდაც გადასახადების გადამხდელი მოსახლეობის თანხებით დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიმართ არ არის გაცემული შესაბამისი დავალებები“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დეპუტატმა გაიხსენა, რომ 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიებს დაავალა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგი წერეთელის არჩევის წინააღმდეგ მუშაობა.

„ასევე ვნახეთ დოკუმენტი და მისი სინამდვილე არავის არ უარყვია, სადაც 2016 წლის სამოქმედო გეგმაა თუ რას ავალებს საქართველოს მთავრობა კონკრეტულ ლობისტურ კომპანიას იმ წელს და ამ სამწუხაროდ, ამ დავალებების ჩამონათვალში ჩვენ ვერ ვხდებით ვერც დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში, არც იმას, რომ ორმხრივ შეხვედრებზე დასავლეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის საქართველოს საკითხის წამოწევა ხდებოდეს. არც იმას, რომ საქართველოს საკითხი ხვდებოდეს იმ სანქციებში, რომელსაც რუსეთს ევროკავშირი და აშშ უწესებს“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ