თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინე ფრუიძესთან ერთად, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში გერმანიის როლზე ისაუბრეს. თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ფონდის ხელმძღვანელობას კომიტეტთან ეფექტური პარტნიორობისთვის.

თამარ ხულორდავას განცხადებით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც განსაზღვრავს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს დემოკრატიული რეფორმები. ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის ცხოვრების დონის გაუმჯობესების გზაა. გვსურს, ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო. საქართველოს მოქალაქეებს სურთ გახდნენ მშვიდობიანი განვითარებული სივრცის ნაწილი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მის გავლენაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. თამარ ხულორდავამ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ასოცირებული ქვეყნების მიმართ განსხვავებული მიდგომის მნიშვნელობაზე, აღნიშნა საქართველო-უკრაინა მოლდოვას საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში გაწეული მუშაობა.

„კონრად ადენაუერის ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონდი გერმანიაში, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე. ფონდის წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მათ აქვთ სურვილი, რომ დაგვეხმარონ ჩვენი ევროპული პერსპექტივების, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათთან პირდაპირი კომუნიკაცია. სტუმრებს გავაცანით ჩვენი ხედვები, გეგმები, გამოწვევები და მივიღეთ მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის სურვილი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს გამართულ შეხვედრაში, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდიდან საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანკ პრისი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლარს ჰენზელი, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში რეფერენტი ფილიპ დინსტბიერი და სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი თომას შრაპელი მონაწილეობდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე