ზურაბ ჭიაბერაშვილი - ის, რომ „ოცნებას“ არ უნდა კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიუთითებს მწარე გამოცდილებაზე, რაც სარალიძის საქმის კომისიისგან მიიღეს

ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ უნდა კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიუთითებს იმ მწარე გამოცდილებაზე, რაც მათ სარალიძის საქმეზე შექმნილი კომისიისგან მიიღეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დეპუტატებს სალომე სამადაშვილი აცნობს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა სალომე სამადაშვილს კითხვით მიმართა, რა არის ის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რაც მას სარალიძის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ აჩვენა და რასაც ახალი კომისიის შექმნის შემთხვევაში გაითვალისწინებენ.

„ქართული ოცნების“ და მისი საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება ჩანს იქიდანაც, თუ როგორ ინტერესს იჩენენ ისინი ამ საკითხის მიმართ, როდესაც პრაქტიკულად, არა თუ არ იმყოფებიან დარბაზში, არამედ ჯერჯერობით კითხვებშიც კი არ გამოჩენილა „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატი, რომელიც რეალურად დაინტერესდებოდა იმ საკითხით, რაზედაც თქვენ ტრიბუნიდან საუბრობთ. ეს იმ გამოცდილების შედეგია, რაც ქართულ საზოგადოებას სარალიძის საქმემ აჩვენა, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხელისუფლების მოქმედება გააშიშვლა, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის საქმის აბურდვას, არევას იმისათვის, რომ არ დადგენილიყო სიმართლე. ამის მიუხედავად, საგამოძიებო კომისიამ სიმართლე დაადგინა. ბუნებრივია, ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ უნდა კიდევ ერთი ანალოგიური ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიუთითებს იმ მწარე გამოცდილებაზე, რაც მათ სარალიძის საქმეზე შექმნილი კომისიისგან მიიღეს.

თქვენ თვითონ რა გაჩვენათ სარალიძის საქმეზე შექმნილმა კომისიამ და რა იქნებოდა ის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რასაც გაითვალისწინებდით, თუკი მოხდებოდა ანალოგიური კომისიის შექმნა მაჩალიკაშვილის საქმეზე?“ - მიმართა ჭიაბერაშვილმა სამადაშვილს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ