უმსხვილესი ლიბანური სამშენებლო კომპანია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით ინტერესდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმსხვილესი ლიბანური სამშენებლო კომპანია ,,ჰომანის“ წარმომადგენელს უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრაზე, პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ ,,ჰომანის“ წარმომადგენელს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, საგზაო სამუშაოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ.

კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჯორჯიო რიზკი დაინტერესდა საქართველოს საგადასახადო სისტემის თავისებურებებით, ასევე მიიღო ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც ქართული პროდუქციის მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ლიბანური კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ,,ჰომანის“ მენეჯერი შეხვედრებს გამართავს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში, ასევე შეხვდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრებს.

პალატაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს საპატიო კონსული ლიბანში მარსელ-დავიდ ხოზამიც ესწრებოდა.

30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ჰომანი“ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ლიბანში, აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში ახორციელებს. ,,ჰომანი“ გზების, საირიგაციო სისტემების, ხიდებისა და სხვა სპეციფიკის სამშენებლო სამუშაოებზე სპეციალიზირდება.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

უმსხვილესი ლიბანური სამშენებლო კომპანია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით ინტერესდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმსხვილესი ლიბანური სამშენებლო კომპანია ,,ჰომანის“ წარმომადგენელს უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრაზე, პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ ,,ჰომანის“ წარმომადგენელს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, საგზაო სამუშაოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ.

კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჯორჯიო რიზკი დაინტერესდა საქართველოს საგადასახადო სისტემის თავისებურებებით, ასევე მიიღო ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც ქართული პროდუქციის მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ლიბანური კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ,,ჰომანის“ მენეჯერი შეხვედრებს გამართავს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში, ასევე შეხვდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრებს.

პალატაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს საპატიო კონსული ლიბანში მარსელ-დავიდ ხოზამიც ესწრებოდა.

30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ჰომანი“ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ლიბანში, აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში ახორციელებს. ,,ჰომანი“ გზების, საირიგაციო სისტემების, ხიდებისა და სხვა სპეციფიკის სამშენებლო სამუშაოებზე სპეციალიზირდება.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი