თამარ ჩუგოშვილი - ოპონენტების მიერ ზუგდიდში 5 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზება იმედია არ ემსახურება იმას, რომ ადგილზე ესკალაცია მოხდეს

ჩვენი ოპონენტების მიერ 5 ათასზე მეტი ადამიანი არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ზუგდიდში ჩაყვანილი და ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება იმედია არ ემსახურება იმას, რომ ადგილზე დამტებითი ესკალაცია მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. რაც შეეხება ზუგდიდში საარჩევნო სიებისა და ბეჭდების წინასწარ გაცემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩუგოშვილმა შეფასებითი კომენტარი არ გააკეთა.

„კონკრეტულად საარჩევნო მასალების გადაცემას რაც შეეხება, მე ამ ფაქტზე რამის თქმა გამიჭირდება, იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო კომისიების კომპეტენცია. შესაბამისად, მათ იციან უკეთ. მე არ მაქვს ინფორმაცია რა მასალა როდის მიეწოდება ცესკოდან ოლქს და ოლქიდან უბანს. ჩემი მხრიდან არ იქნება ამაზე საუბარი სწორი.

რაც შეეხება სხვა მოვლენებს, ეს დაძაბულობა ძალიან ცუდია და ცუდ ფონს ქმნის საარჩევნო პროცესებისთვის. მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვის პირველ რიგში, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, წყნარ და მშვიდ ვითარებაში მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი. როგორც ჩანს, ეს რამდენიმე დღე დაძაბული იქნება ზუგდიდში და მე ვფიქრობ ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა და ჩვენი მონაცემებით, შანსიც აქვს იმის, რომ პირველ ტურშიც დაამთავროს არჩევნები. ალბათ ეს არის მაპროვოცირებელი ამ ვნებათაღელვის. დანარჩენი მე რაც მაქვს კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით შსს, რომლის პასუხისმგებლობაც არის წესრიგის შენარჩუნება, მაქსიმალურად ყველა არის მომართული და ორიენტირებული იმისკენ, რომ წესრიგი იქნას დაცული. მე როგორც ვიცი, ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები არიან მობილიზებული, ჩაყვანილი ზუგდიდში სხვადასხვა რეგიონებიდან. გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი არის საქართველოდან ზუგდიდში ჩაყვანილი და ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება იმედია არ ემსახურება იმას, რომ დამტებითი ესკალაცია მოხდეს ადგილზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა