შსს-ს ინფორმაციით,  სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ვ. კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებმა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით 150-ზე მეტი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას“, - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.

მისივე თქმით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა