განათლების სფეროში გაეროს კონსულტანტი გრაჰამ პაიკი თბილისში ვორკშოპს ჩაატარებს

განათლების სფეროში მოღვაწე ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომ განათლების სფეროში გაეროს კონსულტანტის, საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) საპატიო წევრის გრაჰამ პაიკის ვორკშოპს დაესწროს. ღონისძიება 10, 11, 12 ივნისს გაიმართება. ვორკშოპი სახელად “უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების მართვის ეფექტურობა ინტერნაციონალიზაციის პროცესში” სასწავლო ცენტრ “მერიდიანისა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება. ვორკშოპის მხარდამჭერები არიან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და ვანკუვერის უნივერსიტეტი, კანადა.

ვორკშოპში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ საერთაშორისო განათლების თანამედროვე ტენდენციებს; დაამკვიდრონ ახალი სტანდარტები და განახორციელონ ცვლილებები უნივერსიტეტებში; შეიმუშავონ ეფექტური სტრატეგიული გეგმა, რაც უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს; გაიაზრონ სახელმწიფოს როლი ინტერნაციონალიზაციის პროცესში; განავითარონ საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა და მოიზიდონ უცხოელი სტუდენტები; განაახლონ პროგრამები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; მიაწოდონ ეფექტური სერვისი საერთაშორისო სტუდენტებს.

გრაჰამ პაიკი, რომელიც ვორკშოპის ტრენერია, აქტიურად არის ჩართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელების სკითხებში. გაეროს ეგიდით თანამშრომლობს ოცზე მეტ ქვეყანასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მან სხვადასხვა უნივერსიტეტში დაარსა საერთაშორისო განათლების კვლევითი და სასწავლო ცენტრები. პაიკი 11 წიგნის ავტორი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია საერთაშორისო განათლების სისტემაში განხორციელებული სიახლისთვის. ამჟამად პაიკი ვანკუვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების ფაკულტეტის დეკანი და ინტერნაციონალიზაციის პროგრამების ავტორია. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა განათლების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების ფორმულირების კუთხით მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ვორკშოფზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:

https://www.facebook.com/EducationalCentreMeridiani/photos/gm.308882420048671/396740384514662/?type=3&theater

https://www.facebook.com/events/275993786670868/

გრაჰამ პაიკის მიმართვა ვორკშოპში მონაწილეებს: https://www.facebook.com/events/275993786670868/permalink/292991248304455/

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა