ირაკლი კობახიძე -  დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიას არ ექნება პარლამენტში მოსვლის პრობლემა

დარწმუნებული ვარ, არც თამარ ჟვანიას ექნება პარლამენტში მოსვლის პრობლემა, - ამის შესახებ პრლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს.

კობახიძის თქმით, ისინი გამოცხადდებიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.

"ანგარიშვალდებული ორგანოების პარლამენტში დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა. მათ ამის უფლება აქვთ და ბუნებრივია, გამოცხადდებიან შესაბამისი თანამდებობის პირები. დარწმუნებული ვარ, არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ისინი გამოცხადდებიან პლენარულ სხდომაზე და გასცემენ ყველა კითხვას პასუხს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ