დავით სერგეენკო - შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისები საკმარისი ცალსახად არ არის.

„როგორც ყოველთვის, ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს: რაოდენობრივი და თვისობრივი. რაოდენობრივს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია შშმ პირების მხარდაჭერისაკენ არის თითქმის გასამმაგებული. რაც შეეხება თვისობრივს, თვისობრივად ახლა მთავარი ამოცანა არის, რომ ამ შშმ სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი შეიცვალოს საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელით, რომლის პილოტირებაც უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ან მომავალი წლის დასაწყისში ამ მოდელზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. სერვისები საკმარისი ცალსახად არ არის, მაგრამ მე ვეცადე, რომ ხაზი გამესვა ამ წლების დინამიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკმაყოფილდით მიღებული შედეგით, უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა, მაგრამ ჩვენი არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რაოდენობრივად ეს ბიუჯეტი თითქმის გასამმაგებულია ბოლო წლების განმავლობაში და თვისობრივ რეფორმაზე, საჭიროებებზე დაფუძნებულ მოდელზეც უკვე აქტიური მუშაობა მიდის”, - განაცხადა სერგეენკომ.

ევროპის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად. როგორც ევროპის ფონდში აცხადებენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკმარის სერვისებს ვერ იღებენ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს