საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად  გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე შეარჩია

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი შეარჩია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის შერჩეული კანდიდატები გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე არიან.

„ორივე კანდიდატი პრეზიდენტმა მათი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე შეარჩია“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ამასთან, განიხილებოდა თუ არა მათთან ერთად აღნიშნულ პოსტებზე სხვა კანდიდატებიც, უცნობია.

პრეზიდენტის მიერ აქამდე წარდგენილ კანდიდატებს ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობებზე ყოფნის ვადა უკვე ამეწურათ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა