წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ათზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს

წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ათზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

მათივე ინფორმაციით, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის, ფალიაშვილის N44-ში, შპს „ოკრიბას“ მიერ წყლისა და წყალარინების ახალი, შიდა ქსელი ეწყობა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა. აღნიშნული მისამართის მცხოვრებლებს გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოდან გიორგი მუსხელიშვილი შეხვდნენ.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება წყნეთში. გზების განახლება 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მაია წყნეთელის I შესახვევში, „გ“ ზონაში, მაია წყნეთელის II ჩიხში კი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო სივრცე და დაირგვება მცენარეები.

„ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთში, გასული წლების მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განვაგრძობთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად, 12 მისამართზე ხორციელდება, რაც წყნეთის მოსახლეობისთვის და დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დავიწყეთ სკვერის კეთილმოწყობა „გ“ ზონაში. შესაბამისად, ადგილობრივებს ზაფხულისთვის კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.

საგზაო სამუშაოებს წყნეთში შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ, ხოლო სკვერის განახლება კომპანია „ინტერტექნოლოგს“ დაევალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს