შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში 2019 წლის 15-16 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს როგორც უკანონო გაფიცვას და მონაწილე პირებს მოუწოდებს შეწყვიტონ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა და დაიწყონ შემათანხმებელი პროცედურები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ დრომდე შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ არ მიუღია წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განისაზღვრება დავის წარმოშობის საფუძვლები და მოთხოვნები.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ორი დღეა მოუწოდებს დავის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ, მათი მხრიდან ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიმდინარე პროცესებს არაფერი საერთო შრომით მოთხოვნებთან არ აქვს. ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებას, რომ უკანონო გაფიცვაში მონაწილე პირები შესაძლებელია შეყვანილნი არიან შეცდომაში სხვა პირების მიერ და არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი შესაძლო შედეგებზე. კომპანია კიდევ ერთხელ განუმარტავს თანამშრომლებს, რომ დავის გადაწყვეტის რეალური საშუალებაა შემათანხმებელი პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყება, რაც გულისხმობს მხარეთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიაციის ინიცირებას. ჩვენ სრულად ვაღიარებთ მოლაპარაკებების ორივე ფორმატს და მზადყოფნას გამოვხატავთ მასში მონაწილეობაზე, მით უფრო, რომ კომპანიას უახლოეს წარსულში გაგვაჩნია ამ ფორმატში თანამშრომლებთან წარმატებით გადაწყვეტილი დავის გამოცდილება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუკი აქციის მონაწილე პირები „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას არ დათანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, კომპანია მათ მიმართ კანონმდებლობით მინიჭებული მექანიზმების ამოქმედებას დაიწყებს.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა დაინტერესებული თანამშრომელი ჩვენი შეთავაზების შესაბამისად, 17 მაისს 13: 30 საათზე, მობრძანდება ჭიათურის აკ.წერეთლის სახ. სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, რათა მხარეებმა დავიწყოთ მოლაპარაკებები წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუ აქციაში მონაწილე პირები უარს განაცხადებენ შეთავაზებულ ფორმატში მოლაპარაკებების დაწყებაზე, არსებული ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესებს არაფერი საერთო გაჟღერებულ მოთხოვნებთან არ აქვს, ჩაითვლება დადასტურებულად და კომპანია დაიწყებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო