გიორგი მიქაუტაძე - ეუთო-ს ექსპერტებს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების დაცვასა და მის მიმდინარეობაზე ჰქონდათ კითხვები

ეუთო-ს ექსპერტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების დაცვასა და მის მიმდინარეობაზე ჰქონდათ კითხვები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ეუთო-ს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტებისგან რეკომენდაციებზე საუბარი არ ყოფილა.

„შეხვედრის მიზანი იყო უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორ უნდა განხორციელდეს იმ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, რომელიც დაწესდა სპეციალურად უზენაესი სასამართლოს კანდიდატებისთვის, როგორ მოხდება კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების შემოწმების კუთხით, როგორ მოხდება კანდიდატების შემდგომი შეფასება და დასაბუთება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და სხვადასხვა პროცედურული ნაწილები, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახორციელებს უახლოესი დროის განმავლობაში. რეკომენდაციები ჩვენს მიმართ დღეს არ გაჟღერებულა, ვინაიდან, კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც დეტალურად არის პროცედურები გაწერილი. მათ ჰქონდათ კითხვები, მაგალითად, როგორ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტს და ეს არის სპეციალური წესი თუ ზოგადი ნორმები ვრცელდება",- განაცხადა მიქაუტაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს