ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის

ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს.

"ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს,ზუსტად ანალოგოური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს.ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუსთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საოლქო კომისიაში", -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა