ნათია თურნავა - ჩვენი დიდი გამოწვევა კვლავ არის სიღარიბის დაძლევა, სხვადასხვა შეფასებით, 800 ათასი ადამიანი იმყოფება სიღარიბეში

ჩვენი დიდი გამოწვევა კვლავ არის სიღარიბის დაძლევა. 800 ათასი ადამიანი, სხვადასხვა შეფასებით, იმყოფება სიღარიბეში,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მთავრობისთვის და მით უმეტეს „ქართული ოცნებისთვის“ აღნიშნული პრობლემის დაძლევა უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენი დიდი გამოწვევა კვლავ არის სიღარიბის დაძლევა. 800 ათასი ადამიანი, სხვადასხვა შეფასებით, იმყოფება სიღარიბეში, არ აქვთ სათანადო ცხოვრების სტანდარტი, არ აქვთ სათანადო ცხოვრების პირობები და ეს ნებისმიერი მთავრობისთვის იქნებოდა გამოწვევა, მით უფრო ჩვენი მთავრობისთვის, რადგან სოციალური ორიენტირებულობა არის ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გაცხადებულია ჩვენს სამთავრობო სტრატეგიაში“,- განაცხადა თურნავამ.

ამასთან, თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა არის ის გზა, რომელიც სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება ქვეყანას, თუმცა მინისტრი დასძენს, რომ რეგიონში საქართველოს მეზობლებთან შედარებით , ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები აქვს.

„ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ამისთვის ყველა რესურსის ამოქმედება არის ის გზა, რომელიც დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფად დავძლიოთ სიღარიბე, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება. თუ შევხედავთ მთლიანად რეგიონს, სამეზობლოში ორჯერ და მეტად უფრო მაღალი ტემპი გვაქვს ზრდის“,- აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო