დავით ბაქრაძე - ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მარნეულის მოსახლეობას პარტიის მერობის კანდიდატ აჰმედ იმამკულიევთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მარნეულის მოსახლეობა სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და შიდა გზების პრობლემებზე საუბრობს. შეხვედრაზე აჰმედ იმამკულიევმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამც გააცნო.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებას ცვლილებები უნდა, ხოლო ცვლილებების გზა არჩევნებია.

„მოსახლეობის განწყობა არის სრულიად ნათელი, ადამიანებს უნდათ ცვლილებები, აღარავის უნდა გაჩერებული, უკან წასული ქვეყანა, გაძვირებული ცხოვრება, ის პრობლემები, რომელშიც მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა