საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოზურგეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და ჯერჯერობით საჩივარი არ დაწერილა

# 60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენეიშვილის ინფორმაციით, ოზურგეთში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 323 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 6,5 %-ს შეადგენს.
მისივე თქმით, არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით საჩივარი არ დაწერილა.
ოზურგეთში 5 უბანია და 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























