ზესტაფონის 54 უბანზე, 10:00 მონაცემებით, ხმა 3872-მა ამომრჩეველმა მისცა

ზესტაფონის 54 უბანზე, 10:00 მონაცემებით, ხმა 3872-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7, 5 %-ია.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის განცხადებით, მონაცემები წინა არჩევნების ამ დროის მონაცემებთან შედარებით მცირედით გაზრდილია.
ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი დაიწერა. მისი თქმით, უბნებზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდიანარეობს.
ზესტაფონში 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























