ჭიათურის მინიციპალიტეტში, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა

ჭიათურის მინიციპალიტეტში 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის განცხადებით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 6,67%-ია.
მისი თქმით, ოლქში ამ დროის მონაცემებით საჩივარი არ დაწერილა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ჭიათურაში 42 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























