ირაკლი ჩიქოვანი - საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან არც ერთი დარღვევა არ ფიქსირდება

საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან არც ერთი დარღვევა არ ფიქსირდება, - ამის შესახებ ზუგდიდში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიების გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეზღუდვა არ არსებობს.

„აღნიშნულ სიაში არც ერთი მონაცემი პირად მონაცემს არ წარმოადგენს. შესაბამისად, სიებთან დაკავშირებით არავითარი დარღვევა არ არსებობს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამ პრაქტიკას არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებისთვის ვიყენებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ამომრჩეველს კიდევ უფრო მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობის პირობებში “ქართული ოცნება“ არჩევნებში დღესვე იმარჯვებს. ჩიქოვანის შეფასებით, “ქართული ოცნება“ ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო