ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით, ხმა 9 734-მა ამომრჩეველმა მისცა

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით, ხმა 9 734-მა ამომრჩეველმა მისცა

67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 9 734 ამომრჩეველს შეადგენს, რაც პროცენტულად 8,06 %-ია.

სულ რეგისტრირებულია 120 837 ამომრჩეველი.

მესხის განმარტებით, 67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, სულ 4 საჩივარია შესული წილისყრის პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ კი იმაზე, ვინც უარი განაცხადა გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლაზე. მისი თქმით, ეს არ არის ისეთი პროცედურული დარღვევა, რომელიც გავლენას იქონიებს საარჩევნო შედეგზე.

მან 82- ე უბანზე მომხდართან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მირანდა მესხის განცხადებით, უმნიშვნელო ხარვეზი იყო, რაც გამოსწორდა და ამ ეტაპზე მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა.

„უბნის გარეთ რაც ხდება, პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ. კედლის სიები ისედაც საჯარო ვერსიისთვის იყო განკუთვნილი და გამოკრული იყო უბანს გარეთ. მისი დათვალიერება ნებსმიერ ამომრჩეველს შეეძლო. ჩვენ ამ ეტაპზე მთავარ აქცენტს ვაკეთებთ კენჭისყრის დღის ოთახში, თუ რა პროცედურული დარღვევები იქნება, რათა წესრიგის დაცვაზე იყოს მობილიზებული საუბნო საარჩევნო კომისია“, - განაცხადა მესხმა.