„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი - ჩვენ გვაქვს მოსახლეობის დიდი ნდობა და აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ხმა #5 სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

ზაურ დარგალი უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მარნეულის მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს და აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მე დღეს არჩევანი გავაკეთე მარნეულის მომავლისთვის, მარნეულის განვითარებისთვის, ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების მომავალისთვის. რაც მნიშვნელოვანია, მე პრინციპული არჩევანი გავაკეთე და ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

ჩვენ გვაქვს მოსახლეობის დიდი ნდობა და აუცილებლად გავიმარჯვებთ ", - განაცხადა ზაურ დარგალმა.

ზაურ დარგალი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოს მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

"ეს არის სრული სიცრუე, ოპოზიცია თავის სტილში აგრძელებს მუშაობას. ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ ისინი ცდილობენ სხვადასხვა პროვოკაციული გზებით კონკრეტულ ადგილებში შექმნან რაღაც პრობლემები, მაგრამ არაფერი არ გამოვა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდები დადიან უბნებზე, ქალაქ მარნეულში შევიდნენ ერთ- ერთ უბანზე და დაიწყეს ყვირილი, ბიულეტენი მოიპარესო. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირ დარღვევაზე, მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხრიდან იქნება, შესაბამისი უწყებები გააკეთებენ სწრაფ რეაგირებას", - განაცხადა დარგალმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა