ზესტაფონის მერობის კანდიდატი  გაერთიანებული ოპოზიციიდან - ხმა ცვლილებებს და ზესტაფონის განვითარებას მივეცი

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ბაქარ ხიჯაკაძემ საკუთრი არჩევანი N7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ხიჯაკაძე უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ცვლილებებს და ზესტაფონის განვითარებას მისცა.

"მთავარი გამოწვევა არის მძიმე პრობლემები ზესტაფონში. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები. რაიონი მთლიანად დანგრეულია, არაფერი გაკეთებულა. ჩემი ამოცანაა, ზესტაფონის განვითარება, წინსვლა და ყველა ადამიანის პრობლემის გუნდთან მიტანა", - განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს