მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - "ქართული ოცნება" ყველა მეთოდს იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად, თუმცა ამის შანსი არ აქვს

მე ხმა მივეცი არა კორუფციას, არა კრიმინალს, მარნეულს სჭირდება ახალი განვითარება, - ამის შესახებ მარნეულში "ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის მერობის კანდიდატმა" აგილ მუსტაფაევმა განაცხადა.

როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, "ქართული ოცნება " ყველა მეთოდს იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად, თუმცა მას ხალხის იმედი აქვს.

"მარნეული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. მე დღეს ხმა იმ მხარეს მივეცი, რომელსაც ზუსტად უნდა, რომ მარნეული განვითარდეს. „ქართული ოცნება“ მარნეულში იყენებს ყველა მეთოდებს, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ ამის შანსი არ აქვს. ხალხი არის ჩვენს მხარეს, ჩვენ ხალხის იმედი გვაქვს. ეს გამარჯვება არანაირად არ იქნება მხოლოდ ჩემი გამარჯვება, არამედ მთელი მარნეულის გამარჯვება იქნება," - აღნიშნა აგილ მუსტაფაევმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატმა არჩევნებში ხმა სოფელ აზიზქენდში, მე-14 უბანზე მისცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა