გრიგოლ ვაშაძე - უკვე დაიწყო სპეცოპერაცია - კრიმინალების მობილიზება - ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ

უკვე დაიწყო სპეცოპერაცია - კრიმინალების მობილიზება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის 18-ე საოლქო საარჩევნო უბანთან, არჩევნების მიმდინარეობის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

ვაშაძის ინფორმაციით, “რუხში დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, კოკში კრიმინალებმა ცემა-ტყეპა დაიწყეს, 18-ე უბანზე 50 ბანდერლოგი ფირსირდება, რომელთაც აქვთ მითითება, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია“.

“ამის მიუხედავად, არის 5 000 დამკვირვებელი, 200-ზე მეტი ლაივ -კამერა, 300-ზე მეტი დრონი და სტაციონარული კამერა - ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთო ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნები დედის იავნანად მოეჩვენებათ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

იხილეთ ვიდეო: უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება - ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს