გიგა ბოკერია - გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ამომრჩევლები მყარ სიგნალს გაუგზავნიან ივანიშვილს იმის თაობაზე, რომ 2020 წელს მოსახდენი ამბავი დღეს დაიწყება

გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ამომრჩევლები მათ შორის, მარნეულშიც, მყარ სიგნალს გაუგზავნიან ივანიშვილს და მის გუნდს იმის თაობაზე, რომ 2020 წელს მოსახდენი ამბავი დღეს დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

ის მარნეულის N89-ე საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

„ჩვენი მონაცემებით, დამკვირვებელი კამერით იღებდა პროცესს და კომისიის წევრმა და მისმა შვილმა ჩათვალეს, რომ ეს პროვოკაციული მოქმედება იყო და ხელი შეუშალეს. ჩვენ მოვედით აქ, რომ დავამშვიდოთ ვითარება და ავუხსნათ კომისიის ყველა წევრს, რომ გადაღება კი არ არის პროვოკაცია, პროვოკაციაა გადაღებაში ხელის შეშლა. ახლა ვითარება მშვიდია და იმედია, რომ ასეთ ინციდენტებს ადგილი არ ექნება", - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ის აცხადებს, სადახლოში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცავებმა რეაგირება დააგვიანეს.

"სადახლოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, პრობლემები არის პირადობის მოწმობის შემოწმების პროცესში ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ყველა პოლიციელს ვთხოვ, როგორც აქ მოხდა დროულად რეაგირება, ასე მოხდეს სხვაგანაც. სადახლოში დააგვიანეს რეაგირება იმ დაძაბულობაზე, რაც მოხდა. ყველაზე მეტი რისკები პირადობის შემოწმობასა და მარკირებაზეა, რომ გამოირიცხოს ე.წ. კარუსელი. ასევე, კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლებიათვის მითითება ხდება, ხმა ვის უნდა მისცენ, როგორც ეს 49-ე უბანში მოხდა.

მთელ საქართველოში გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ამომრჩევლები მათ შორის, მარნეულშიც, მყარ სიგნალს გაუგზავნიან ივანიშვილს და მის გუნდს იმის თაობაზე, რომ 2020-ში მოსახდენი ამბავი დღეს დაიწყება, 2020-ში ეს პროცესი დასრულდება იმ გუნდისთვის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და მშვიდობიანი არჩევნების გზით მოხდება მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება", -განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა