ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „ქართული ოცნების" კოორდინატორის, კობა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „ქართული ოცნების" კოორდინატორის კობა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა.

აღნიშნული პირის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე მიმდინარეობდა. კერძოდ, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განცხადებაზე, რომ მას კვეკვესკირმა ხელი ჰკრა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, წითლიძემ შეურაცხყოფა მასაც მიაყენა.

„ადმინისტრაციულით გამომიშვეს. წითლიძემაც მომაყენა შეურაცხყოფა და მეც მივაყენე“, - განაცხადა კვეკვესკირმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო