კობა ნაყოფია - ზუგდიდის პოლიციის შენობაში, ოპოზიციის ორი დაკავებული მხარდამჭერი ჰყავთ, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ დატოვა.

ის პოლიციის შენობაში ცოტა ხნის წინ, როგორც დეპუტატი, ვითარების გასარკვევად მივიდა. პოლიციის განყოფილებაში საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერი ორი პირია გადაყვანილი. ნაყოფიას ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, კერძოდ კი 17 წლის. დეპუტატი ამბობს, რომ ორივე მათგანი უკანონოდაა დაკავებული.

ამასთან, როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის დეტალები, რატომ დააკავეს ოპოზიციის მხარდამჭერები. ნაყოფიას განმარტებით, ის პოლიციის შენობაში ამ პირებს არ გასაუბრებია. მისი თქმით, სამმართველოში უთხრეს, რომ შეტყობინების საფუძველზე გადაიყვანეს ორი პირი სამმართველოში, თუმცა რა შინაარსის შეტყობინებაა, ნაყოფია განმარტავს, რომ ეს მისთვის უცნობია.

"შეტყობინების საფუძველზე ჰყავთ მოყვანილი. ელოდებიან სოციალურ მუშაკს, რადგან ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია და ძალიან მალე გაათავისუფლებენ. რატომ იყო არასრულწლოვანი საარჩევნო უბანზე?! ის თან ახლდა უბანზე მყოფ სხვა პირს.

სიის გამორთმევასთან დაკავშირებით, არაფერი უთქვამთ", - განაცხადა ნაყოფიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს