მარნეულში, N2 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გამოაძევეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საარჩევნო უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, თამარ მეტრეველი გამოაძევეს.

როგორც მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან დარღვევების მითითების გამო, მის მიმართ უბნის მდივანი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

„დარღვევებზე თვალს არ ვხუჭავდი და ეს არ მოსწონდათ. თურმე, მე ვარღვევ რაღაც კანონს და საარჩევნო პროცესს ვუშლი ხელს. დღის განმავლობაში ბევრი დარღვევა იყო, საოლქოს წარმომადგენელიც იყო მოსული და რაღაც კუთხით, პრობლემა მოაგვარა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ იგივე პრობლემები იყო. დღის განმავლობაში საშუალება არ მომცეს საჩივარი დამეწერა", - განაცხადა მეტრეველმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს