ზუგდიდში საარჩევნო უბნები აკურთხეს

ზუგდიდის #5 საარჩევნო უბანზე სასულიერო პირები შევიდნენ. მათი განმარტებით, ისინი დადიან, რათა უბნები აკურთხონ. მამა ფრიდონ ასათიანის განმარტებით, ეს მათი მოვალეობაა და 20:00 საათამდე, სადაც მოასწრებენ, ყველგან შევლენ.

ადგილზე კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის მცირე შელაპარაკება იყო. ნაწილი მიიჩნევდა, რომ სასულიერო პირები არაუფლებამოსილები იყვნენ და კომისიის თავმჯდომარეს მათი შეშვების უფლება არ ჰქონდა. თავმჯდომარის, ანი თოდუას განმარტებით, კომისიის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ სასულიერო პირები შეეშვათ, რადგან ისინი სასულიერო პირები არიან და გამონაკლისი დაუშვეს.

იხილეთ ვიდეო: საკმეველი და სასულიერო პირები არჩევენებზე - საარჩევნო უბნების კურთხევა ზუგდიდში

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს