გია გაჩეჩილაძე მარნეულში უბნიდან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის გაძევებაზე - ყველგან აგებენ და ცდილობენ, რომ პროვოკაციები მოაწყონ

რადგან ყველგან აგებენ, ცდილობენ, რომ პროვოკაციები მოაწყონ, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი გია გაჩეჩილაძე მარნეულის ნომერ მეორე საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამოძევებას.

გია გაჩეჩილაძე მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და ოპონენტებს კონკურენტუნარიანი კანდიდატის დაყენებას ურჩევს.

„2016 წელსაც აქ ვიყავი მე და 2017- შიც, როცა მარნეულის არჩევნები იყო. ახლაც აქ ვარ და ზეპირად ვიცი ყველაფერი, რაც ხდება. ერთი რჩევა მაქვს მაგათთვის. ერთიდაიგივე კაცს რომ აყენებენ, რომელიც ყოველთვის აგებს არჩევნებს, ვინმე ნორმალური შეარჩიონ ისეთი, ვინც კონკურენტუნარიანი იქნება. გავიგე, თითქოს რაღაც ხდებოდა, მოვედი და არაფერი არ ხდება. სინამდვილეში ეს არის პროვოკაცია და იმის ფონის შექმნა, თითქოს რაღაც საშინელება ხდება“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გაძევებას გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გივი შაოშაძე.

„რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამკვირვებელი, უბნის გახსნიდან პროვოკაციულად იქცეოდა, არ გვემორჩილებოდა. ბოლოს იმ დონეზე მივიდა, ადამიანი ცუდად გახდა და გარეთ გამოყვანის უფლება არ მოგვცა. გავაძევეთ, რადგან ყველაფერზე პრეტენზიული იყო, შენიშვნები მივეცით რამდენჯერმე.

თუ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იყო საშუალება, ეს დაეწერა", - განაცხადა შაოშაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საარჩევნო უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, თამარ მეტრეველი გამოაძევეს.

როგორც მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან დარღვევების მითითების გამო, მის მიმართ უბნის მდივანი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო