გოგი წულაია - არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს  მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები

პარტია „თავისუფალმა საქართველომ" უბნებზე კოორდინატორების ნაწილი მოხსნა და ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო, ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბებდა და დავიცავთ ხმებს", -განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით კი, მეორე ტურში მოხვედრის შანსი აქვს მათ კანდიდატს და თუ მათი ბიულეტენები გაბათილდა, აქციებს გამართავენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს