გიგა ბოკერია - როგორც წესი, უბნებზე  ხმაური მოჰყვება იმას, როცა დამკვირვებელი ცდილობს რეგისტრატორს დააკვირდეს - ეუბნებიან, ხელს მიშლიო

ეს არის რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. კარუსელისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საარჩევნო უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის, თამარ მეტრეველის გამოძევებას.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, მსგავს ფაქტს ბევრგან ჰქონდა ადგილი.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რათა ე.წ. კარუსელისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ბევრგან ჰქონდა ერთი და იმავე პრობლემას ადგილი - დამკვირვებელისთვის ხელის შეშლა ხდება.

როგორც წესი, ხმაური მოჰყვება იმას, როცა დამკვირვებელი ცდილობს რეგისტრატორის უკან დადგეს და დააკვირდეს მას. ეუბნებიან, ხელს მიშლიო. ამას მოჰყვება ხოლმე ხმაური და პროვოკაციულ საქციელს უწოდებენ. რეალურად, პროვოკაცია და კანონის დარღვევაა დამკვირვებლისთვის ხელის შეშლაა, რომ დააკვირდეს რეგისტრატორს. ვწუხვარ და ამ შემთხვევაში, ცესკო-ს წარმომადგებლის ნაკლებად მჯერა. უფრო მჯერა იმ საერთო სურათის, რომელიც ყველგან მხვდება და რასაც ჩემი პარტიიდან წარმომადგენელიც მიდასტურებს. კომისიის წევრები ღიზიანდებიან იმაზე, როცა ეფექტური კონტროლის საშუალება არის, ეს იწვევს ეჭვებს, რომ ამ კონტროლის საშუალებას არ აძლევენ იმის გამო, რომ „კარუსელისთვის“ ხელის შეშლა არ მოხდეს", - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს