ილია ნაკაშიძე - ხულოში „ქართული ოცნების" კანდიდატი ღირსეულად იმარჯვებს

ხულოში „ქართული ოცნების" კანდიდატი ღირსეულად იმარჯვებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.
„მინდა გითხრათ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ღირსეულად მიმდინარეობა. 5 საათის მონაცემებით, 50%-იან აქტივობას გადავცდით. ჩვენი მონაცემებით, „ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ღირსეულად იმარჯვებს.
17:00 საათისთვის 17 საჩივარი არის დაწერილი, ყველა პროცედურული ხასიათიასაა და საბოლოო შედეგზე ვერ იმოქმედებს",- განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

























