„ნაცმოძრაობის“ წევრი - ხულოში არჩევნები დარღვევების ფონზე წარიმართა, რაზეც არაერთი საჩივარი წარვადგინეთ როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე

„ნაცმოძრაობის“ წევრი - ხულოში არჩევნები დარღვევების ფონზე წარიმართა, რაზეც არაერთი საჩივარი წარვადგინეთ როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე

ხულოში დილიდანვე არჩევნები დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელთა დაკავშირებით არაერთი საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიასა და უბნებზე წარვადგინეთ,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხულოში მიმდინარე არჩევნებში უხეშად ერეოდა. მისივე თქმით, ოპოზიციამ დარღვევებზე არაერთი საჩივარი დაწერა.

"უხეში დარღვევები შეეხებოდა, როგორც ბიულეტენების დანიშვნას, ფოტო სურათების გადაღებას და ღია შემოხაზვას. ზეწოლის ამ კამპანიას ხელისუფლება ეწეოდა. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მათი ხმა დაცული იქნება. ხმების დათვლის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. ერთ მხარეს არის პროდასავლური პარტია და გამოცდილების მქონე გუნდი, ხოლო მეორე მხარე ყოფილი საბჭოთა ნომეკლატურა",- განაცხადა გია აბულაძემ.