გივი თარგამაძე - არჩევნების მიმდინარეობის დროს, მარნეულში ბევრად უფრო უარესი სურათი გვინახავს

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენელი რამდენიმე ადამიანი გამოძევებულია უბნებიდან, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში იყო გარკეული ექსცესები სხვადასხვა უბანზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინახავს მარნეულში ბევრად უფრო უარესი სურათი არჩევნების მიმდინარეობის დროს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას.
"დღეს არ იყო დაძაბულობა, შევადარებ ზუგდიდს, ზუგდიდი არ უნდა იყოს საზომი ქვეყანაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემები დარჩა, რაც წინ უსწრებს საარჩევნო დღეს. გარდა უშუალოდ ფულის დარიგევისა, მუდმივი პრობლემაა სიპების და ა(ა)იპების გამოყენება. მძიმე პრობლემა არის რა თქმა უნდა, შანტაჟიც, პრობლემა არის დაშინებაც, რაც საბოლო ჯამში, თანაბარ პირობებს არ განაპირობებს. სამწუხაროდ, დღესაც ვერ ვიტყვით, რომ თანაბარ პირობებში ჩატარდა არჩევნები მარნეულში. ცალკე აღნიშვნის საკითხია, რომ უბნების დახურვის დროს დაახლოებით 10 ადამიანი სხვადასხვა უბნებიდან ყურით მოთრეული მიზეზის გამოა გაძევებული", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

























