ხულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - ჩვენი ინფორმაციით, არჩევნებს ვიგებთ და იწყება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჩასვენების პროცესი

წინასწარ ნუ ზეიმობენ გამარჯვებას. ჩვენი ინფორმაციით, ამ არჩევნებს ვიგებთ,- ამის შესახებ ხულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, დღეიდან "ქართული ოცნების" პოლიტიკური ჩასვენება“ დაიწყო.
"სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ იქნება, წინასწარ არავის არაფრის თქმის უფლება არ აქვს. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე "ქართულმა ოცნებამ" მასშტაბური შეტევა განახორციელა ხულოს მუნიციპალიტეტზე. დღეიდან დაიწყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური ჩასვენება. ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან გავლენიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ხულოში, სოფელ ღორჯომში კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმის თანამშრომლები ავტომობილებით შეინიშნებიან.

























