ხულოში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ

ხულოში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ

დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ,- ეს განცხადება ხულოში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვახტანგ ბერიძემ ხულოში ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვების შემთხვევაში გვერდში დგომას დაჰპირდა.

"ხულოში არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის ამომრჩევლებს მადლობას მოვახსენებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ, თუმცა საბოლოო შედეგებს ველოდებით. გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები, ყოველ დღე მათ გვერდში ვიქნები და ყველა დაპირებას შევუსრულებ",- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ამ დროისთვის ხულოში ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. ოლქში 21 საჩივარია შესული.