მურთაზ ზოდელავა - როცა ბიულეტენების დათვლა ხდება, 86-ე უბანზე რატომღაც პოლიციის მაღალჩინოსნები შედიან

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც საარჩევნო უბნის გარეთ მყოფმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზუგდიდის 86-ე საარჩევნო კომისიაში უთანხმოება დაიწყო გადასატანი ყუთის გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ზოდელავას თქმით, შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ აქვს,მიზეზი კი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე განთავსებული პოლიციაა.

„საღამოს, მაშინ როდესაც ყველაზე სათუთი პროცესების განხორციელება ხდება კომისიაში, ბიულეტენების დათვლა, ამ დროს, 86-ე უბანზე რატომღაც შედიან პოლიციის მაღალჩინოსნები და ცდილობენ გადაწყვიტონ ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა. ჩვენი

ინფორმაციით, კომისიაში უთანხმოება დაიწყო გადასატანი ყუთის გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით. ამ პროცესში შემდეგ ჩაერთვნენ პოლიციის ჩანამშრომლები. მათ შორის, ყველაზე უცნაურია ის, რომ კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ზუგდიდის 86-ე უბანზე ცდილობს გააძევოს დამკვირვებელი“, - განაცხადა ზოდელავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა