ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო გამოიძახეს

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე,სადაც გადასატანი ყუთის გახსნის პროცედურაზე ხმაური იყო, კომისიის თავმჯდომარე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, ზუგდიდის 86-ე საარჩევნო კომისიაში უთანხმოება დაიწყო გადასატანი ყუთის გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პროცესში შემდეგ ჩაერთნენ პოლიციის ჩანამშრომლები.

























