ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა

ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 პროცენტი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 პროცენტი მიიღო.

როგორც ხულოს 84-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ოლქში 22 საჩივარია შესული, აქედან 18 ოპოზიციას ეკუთვნის და ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

როგორც ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა