ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა  79,08%  მიიღო

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარნეულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 79,08% მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა ხმათა 11,06%, ხოლო აკმამედ იმამკულიევმა -7,73% მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, საიდანაც დათვლილია 81 უბნის მონაცემები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო