ჭიათურის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი მოდებაძემ გაიმარჯვა

ჭიათურა წინასწარი მონაცემებით, ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს. რაოდენობრივად ეს არის 11 721 ხმა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ხმათა 1%-ზე მეტი კიდევ მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან: ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26%.

ცესკოს ინფორმაციით, ჭიათურაში სულ 58 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და ამ დროისთვის უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა