ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი "სამსუნგის" უახლეს Galaxy S10-ზე

"სამსუნგი" გირჩევთ შეიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით! "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – "ალტა-ოქეი", "ელიტ ელექტრონიქსი", "მეტრომარტი", "მაგთი", "სმაილი", ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც "სამსუნგის" სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება "სამსუნგის" ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც საჭიროების შემთხვევაში სმარტფონის დაზიანებული ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება.

"სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით მომხმარებელი მარტივად შეძლებს განასხვაოს ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან. გარდა ოფიციალური გარანტიისა, "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლობს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით.

"სამსუნგი" თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ ძველი სმარტფონი და მიიღონ Samsung Galaxy S10 სერიის სმარტფონები განსაკუთრებულ ფასად. სმარტფონის განახლების პროცესი საკმაოდ მარტივია, ამისათვის საკმარისია მიიტანოთ თქვენი სმარტფონი "სამსუნგის" პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები სმარტფონის ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ სმარტფონს და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს Galaxy S10-ის შესაბამისი მოდელის შესაძენად.

Trade-In შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორების -, “ელიტ ელექტრონიკსის”, „მეტრომარტისა” და „ალტაოქეის“- მაღაზიებში. შეგახსენებთ, რომ აქციის ფარგლებში ოფიციალური Samsung-ისა და iPhone-ის კონკრეტული მოდელების ჩაბარებაა შესაძლებელი.

გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი