ბაგებში Prime House-ის მშენებლობა იწყება

თბილისში, ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება მაღალტექნოლოგიური, ენერგო ეფექტური საცხოვრებელი კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის Prime House-ის მშენებლობა. საინვესტიციო კომპანია Granat Investment-ის დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია BBC Construction (ამჟამად BBC Construction-ის მიმდინარე პროექტი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის მშენებლობაა).

ახალი პროექტი გამოირჩევა მაღალი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შერწყმით: უფრო კონკრეტულად კი, მშენებლობა იწარმოებს საფასადე წვრილმარცვლოვანი ბეტონით, რის მოწოდებასაც უზრუნველყოფს სამშენებლო მასალების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიის LAFARGE - ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში GBC-ი. (პროექტის დასრულების შემდეგ ბიზნეს ცენტრში სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იქნება განთავსებული LAFARGE-ის სათავო ოფისი).

გამოყენებული იქნება დოკას საყალიბე სისტემები, ფასადი მოპირკეთდება HPL პანელებით, პროექტში გათვალისწინებულია ალუმინის ვიტრაჟები და ტელესკოპური ლიფტები (მათ შორის 1 სამგზავრო და 1 სატვირთო).

შენობის პარკინგი აღჭურვილი იქნება: ინდუსტრიული იატაკით, მზის პანელებით როგორც სწრაფი, ასევე სტანდარტული ელექტრო დამტენებით, რომელიც შეუწყობს ეკოლოგიურ სისუფთავეს, წაახალისებს ელექტრომობილების მფლობელებსა და ავტომობილების გაზიარების (ე.წ ქარშეარინგის) სერვისის მომხმარებლებს.

აუცილებელია, აღინიშნოს, რომ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა დააკმაყოფილებს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს: გარდა კვამლის გაწოვა/ქრობის ძირითადი სისტემისა, ყველა ბინაში დამონტაჟდება სპრინკლერ სისტემები.

და ბოლოს, პროექტში ასევე გათვალისწინებულია გამწვანებული ეზოს მოწყობა.

BBC construction – ის გენერალური დირექტორი, გეგა ტოფაძე, მიესალმება ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას და იმედოვნებს, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურად დაუჭერს მხარს მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია