კახა კალაძე -  არ ვიცი სანდრა რულოვსი რა იარაღის აღებას და ვისთან ჩასვლას აპირებს - მისი მხრიდან არაადეკვატური განცხადებები მოვისმინეთ

მე არ ვიცი სანდრა რულოვსი რა იარაღის აღებას და ვისთან ჩასვლას აპირებს - მისი მხრიდან არაადეკვატური განცხადებები მოვისმინეთ, - ასე აფასებს დედაქალაქის მერა კახა კალაძე, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში“.

ამასთან, კახა კალაძემ ამომრჩევლებს არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მე არ ვიცი სანდა რულოვსი რა იარაღის აღებას და ვისთან ჩასვლას აპირებს. ალბათ, ეს შეკითხვა მას შეგიძლიათ დაუსვათ. მისი მხრიდან არაადეკვატური განცხადებები მოვისმინეთ. აშკარა იყო და ემჩნეოდა, რომ ეს ადამიანი რეალობას მოწყვეტილი იყო. მე დეტალებს არ ჩავუღრმავდები. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო სამეგრელოს და ზუგდიდის მოსახლეობას, რომ მათ გააკეთეს სწორი არჩევანი. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ იმ პრობლემებს, რომელიც პირველ რიგში მათ და ზუგდიდს აწუხებს. ეს ყველაფერი მოგვარებადი და გაკეთებადია და ამას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ოპოზიცია აქციების გამართვას გეგმავს და როგორ აფასებს ამას, კალაძემ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება