საერთაშორისო სტანდარტების ესტონური სკოლა მალე თბილისშიც გაიხსნება

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცლერი მარტ ლაიდმეტსი იმყოფებოდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან შეხვედრის მთავარი თემა, განათლების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Tbilisi Hills Golf & Residences-დან აცნობეს, ესტონური მხარე თბილისში სკოლის გახსნით არის დაინტერესებული, რაც ასევე განიხილეს შეხვედრაზე. კანცლერის განცხადებით, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავარობასთან, თვითმმართველობებთან და სხვა კერძო სკოლებთანაც, რადგან სკოლის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ უცხოური სკოლის გახსნისას აუცილებელია ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა.

ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცლერის მარტ ლაიდმეტსის თქმით, საქართველო და ესტონეთი ერთსულოვნად ეთანხმება მოსაზრებას, რომ განათლების მიმართულებით გადაწყვეტილებები საჭიროა ახლავე, რადგან ეს ის სფეროა, რომელშიც შედეგები, როგორც წესი, მრავალი წლის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.

„5 წლის წინ, საქართველოს და ესტონეთის მხარეების თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლება იყო. პროგრამაში მონაწილებოდა UNICEF- იც. სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება დაეხმარა პროცესს, რომ ესტონეთში უკვე წარმატებით დანერგილი მეთოდები საქართველოს განათლების სისტემაზეც ასახულიყო. ასევე ესტონურმა სკოლებმაც ბევრი ისწავლეს საქართველოსგან”, - განაცხადა მარტ ლაიდმეტსიმ.

მათივე ინფორმაციით, კვლევების შედეგად, ესტონური განათლების სისტემა ევროპაში წამყვანად აღიარეს. ესტონურ სკოლებში დანერგილი სწავლების მეთოდიც საერთაშორისოდ აღიარებულია, შესაბამისად თბილისში ესტონური სკოლის გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტია მთელი ქვეყნისთვის.

Tbilisi Hills Golf & Residences-ის ცნობთვე, ესტონური სკოლის გახსნისთვის რამდენიმე ტერიტორია განიხილება. მათ შორის ერთ-ერთი Tbilisi Hills Golf & Residences-ია. 331 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი თბილისიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. კომპლექსში საცხოვრებელი სახლებისა და გოლფის მოედნის გარდა, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაც იქნება, რაშიც საბავშვო ბაღისა და სკოლის გახსნაც შედის.

“კომპლექსი Tbilisi Hills Golf & Residences უმსხვილესი ესტონური პროექტია, რომელშიც 1 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მომავალ მცხოვრებლებს ყველანაირი ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ, მშვიდი, უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე განათლებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობაზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ, პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობას. მოხარულები ვიქნებით, თუ ესტონური სკოლის მშენებლობისთვის სწორედ ჩვენს ტერიტორიას შეარჩევენ”, - განაცხადა პროექტის ინვესტორმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ